en
ge

CDD-ს დამკვირვებლები საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდებს დააკვირდებიან

თბილისი. 26 სექტემბრიდან, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დამკვირვებლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდებიან.
როგორც ცნობილია, 3 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელი იყო ინტერნეტის საშუალებით. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ შეადგინა 3220. გამოცდის გამოცხადებიდან ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო ეხილა საგამოცდო ტესტები, როგორც ცესკოს ასევე სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.
გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი". გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობაა 1 საათი. გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
წყარო: განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)