en
ge

პლატფორმაში „არა ფობიას“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. პლატფორმაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ექსტრემისტულ ვიდეოს ეხმაურებიან.
„21 სექტემბერს ფეისბუქ გვერდზე, სახელწოდებით Georgian Ultras, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის ქუჩებში მშვიდობიან ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორი ეპიზოდი. ასეთ დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება; მათი მხრიდან საკითხის მნიშვნელობისა და სენსიტიურობის ადეკვატური აღქმა.
ზემოთხსენებული ჯგუფისგან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, არსებითია, შსს-მ განახორციელოს ყველა გონივრული ღონისძიება ჯგუფის დროული იდენტიფიცირებისა და მომავალში ძალადობის პრევენციის მიზნით", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)