en
ge

IDFI: სასამართლოს გადაწყვეტილება კლდიაშვილის სასარგებლოდ

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიორგი კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს.
„2014 წლის 12 დეკემბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. მას კუთვნილი და კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში შეკეთების შემდგომ მიჰქონდა სახლში, თუმცა არ ჰქონდა აღებული იარაღის გადატანის ნებართვა. გიორგი კლდიაშვილის ქმედება წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევას, თუმცა მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკითხვის შემდეგ გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში", ნათქვამია განცხადებაში. 14 დეკემბერს, წინა-სასამართლო სხდომაზევე კლდიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 10 თებერვალს კი კლდიაშვილი უკანონო დაკავებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 1180 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)