თბილისი. 29 სექტემბერს, „თბილისი მარიოტში" გაიხსნა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მე-12 მედია კონფერენცია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები: ჟურნალისტები, მედია მენეჯერები, უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და ექსპერტები, ოფიციალური პირები. ასევე, საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლობის ოფისი. 2015 წლის ორდღიანი კონფერენციის თემაა: გაციფვრა, როგორც მედიის თავისუფლების ინსტრუმენტი.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში