en
ge

შეხვედრები რეგიონებში ონლაინ სასწავლო პროგრამის – „საარჩევნო სამართლის“ შესახებ

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ონლაინ სასწავლო პლატფორმის (e-learning.ge) ფარგლებში დაიწყო ახალი, მეხუთე სასწავლო პროგრამა – „საარჩევნო სამართალი". ინსტიტუტი აღნიშნული პროგრამის ინფორმირების მიზნით შეხვედრებს იწყებს საქართველოს რეგიონებში.
„საარჩევნო სამართალი" მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა თავისუფალი არჩევნების იდეა წარმომადგენლობითი დემოკრატიის თეორიებში, საქართველოს საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ამომრჩეველთა სიები, საარჩევნო სისტემები საქართველოში, არჩევნების მონიტორინგი, კენჭისყრის დღე, საარჩევნო დავები და ა.შ.
ახალი სასწავლო კურსი – საარჩევნო სამართალი – 10 სასწავლო და 3 პრაქტიკულ ვიდეო–ლექციას მოიცავს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების, ასევე სტუდენტებისა და საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებას.
ონლაინ პლატფორმა –www.e-learning.ge –საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს დროის ნაკლები დანახარჯითა და სამუშაოს პარალელურად, მათთვის მოსახერხებელ დროს აიმაღლონ კვალიფიკაცია, მიიღონ ინფორმაცია და მოემზადონ არჩევნებისთვის.
სასწავლო პროგრამაზე სწავლების ორი მეთოდია: თავისუფალი მსმენელი და რეგისტრირებული მონაწილე. ამ ეტაპზე სასწავლო პროგრამის რეგისტრირებული მონაწილეები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან, თუმცა თავისუფალ მსმენელს საშუალება ეძლევა მოისმინოს და იხილონ 13 ვიდეო–ლექცია არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
სასწავლო პროგრამას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით.
„საარჩევნო სამართლის" ონლაინ სასწავლო პროგრამის უკეთ გაცნობის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გეგმავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
1 ოქტომბერი
ახალციხე – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 15:00 საათი
ბათუმი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 15:00 საათი
2 ოქტომბერი
ქუთაისი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 14:00 საათი
ზუგდიდი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 14:00 საათი
7 ოქტომბერი
თელავი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 14:00 საათი
9 ოქტომბერი
გორი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 14:00 საათი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023