en
ge

ონლაინ სასწავლო კურსის „საარჩევნო სამართლის“ ფარგლებში რეგიონული შეხვედრები

1 და 2 ოქტომბერს, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ქუთაისში ონლაინ სასწავლო კურსის „საარჩევნო სამართლის" ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ონლაინ სასწავლო პლატფორმის (e-learning.ge)  რიგით მეხუთე სასწავლო პროგრამა „საარჩევნო სამართალი" დაიწყო, რომლის ძირითადი სამიზნე ჯგუფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული პროგრამის მხარდამჭერია სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრი" და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
სასწავლო პროგრამაში შვიდი პოლიტიკური გაერთიანების 200–მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საარჩევნო საკითხებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების და საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს, აიმაღლოს ცოდნა საარჩევნო საკითხებში.
შეხვედრების მიზანი იყო მონაწილეებისთვის და ასევე თავისუფალი მსმენელებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სასწავლო პროგრამის დეტალური გაცნობა. ონლაინ პლატფორმა საშუალებას იძლევა სხვადასხვა რეგიონში, ქალაქში თუ სოფელში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, სამუშაოსგან მოუწყვეტლად გაიარონ სასწავლო პროგრამა. პლატფორმა საშუალებას იძლევა თავისუფალი მსმენელის სტატუსით სტუდენტებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თუ საკითხით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, ასევე პარტიების იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც არ არიან კურსზე დარეგისტრირებულნი მოუსმინონ „საარჩევნო სამართლის" ვიდეო–ლექციებს.
„საარჩევნო სამართლის" ფარგლებში 7 ოქტომბერს თელავში (14:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი), ხოლო 9 ოქტომბერს გორში (14:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი) მორიგი საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)