კახეთი. 5 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრამდე, პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის" ფარგლებში, სამიზნე რეგიონებში შექმნილი ახალგაზრდული სათემო ჯგუფების წარმომადგენლები ტრენინგებს დაესწრებიან.
„ახალგაზრდები ტრენინგის შედეგად გახდებიან მეტად მგრძნობიარე და ინფორმირებული გენდერული საკითხების, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობისა და მის წინააღმდეგ მიმართული 16–დღიანი კამპანიის შესახებ; მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაწერონ პროექტი, მოიძიონ ფონდები მათი სამომავლო აქტივობებისთვის., ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტი აშშ-ს განვითარების სააგენტოს - USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში