თბილისი. 16 ოქტომბერს, 12:00-საათიდან 15:00 საათამდე, ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი" ატარებს მოხალისეების ყოველწლიურ კონფერენციას თემაზე: „მოხალისეობა და ახალგაზრდები - რა გზა გავიარეთ დღემდე!"
კონფერენციის მიზანია მოხალისეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. კონფერენციას დაესწრება არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მოხალისეები, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები, ჰელფინგ ჰენდის მოხალისეები და ახალგაზრდები. კონფერენციის დასასრულს გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც მოწვეულ სტუმრებს ექნება შესაძლებლობა სპიკერებს მიმართონ თემასთან დაკავშირებული კითხვებით.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში