თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ორგანიზებით, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამართლის სპეციალისტების, მედია-სფეროს ექსპერტებისა და კონსტიტუციონალისტების სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარე საზოგადოებრივ მოვლენების შეფასებას დაეთმო.
„მიგვაჩნია, რომ სწორია ხელისუფლების პოზიცია, არ ჩაერიოს სასამართლო დავაში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ცალსახად უარი თქვას პროცესში ჩარევაზე, ხოლო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, უარი თქვას ისეთ განცხადებებზე, როგორითაც მან მიმართა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს, რაც შეუძლებელია სხვაგვარად შეფასდეს, თუ არა ზეწოლა მოსამართლეზე, რითაც პრეზიდენტი, თავისი ვიწრო-პოლიტიკური შეხედულებით, ინსტიტუციურ კონფლიქტში აღმოჩნდა სასამართლო ხელისუფლებასთან", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები დიპლომატიურ კორპუსსაც მოუწოდებენ მკაფიოდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.
წყარო: www.barristers.ge