თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება.
„მოვუწოდებთ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურს, გააკეთოს განმარტება გამოძიების დაწყების რეალური საფუძვლის შესახებ და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, განმარტოს, რა მიზანს უკავშირდება კერძო ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მეთვალყურეობა და რა კავშირი არსებობს დაწყებულ გამოძიებასა და რუსთავი 2-ს შორის"..., ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge