en
ge

დისკუსია გარემოს დაცვის საკითხებზე

29 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით მორიგი დისკუსია გაიმართა. ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების გავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე - ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და გარემოს დაცვის სპეციალისტები მსჯელობდნენ. ძირითადი მომხსენებელი ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას" ექსპერტი ირაკლი მაჭარაშვილი იყო. მან გააკრიტიკა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რაც, მისი შეფასებით, გარემოს დაცვის ხარჯზე ვითარდება. ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა კი იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც აჭარაში მცხოვრებ მოსახლეობას მწვანე სივრცეების ნაკლებობით ექმნება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)