აჭარა. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: – „რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები".
ქალების, ახალგაზრდების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანდაცვის უფლება – ამ საკითხების გარშემო ისაუბრეს შეხვედრის მონაწილეებმა და განიხილეს რა ვითარებაა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ აჭარაში.
დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის ა.რ. მთავრობის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.