სამცხე-ჯავახეთი. 3 ნოემბერს, ნატოს კვირეულის ფარგლებში „საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულმა ასოციაციამ" (YATA Georgia) ახალციხის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარა.
„შეხვედრის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ნატოს სტრუქტურასა და მიზნებს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში