თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა" 2 ნოემბერს რუსთავი2-ის ეთერში გასულ ტელეშოუ „ნიჭიერს" ეხმაურება.
„ვწუხვართ, რომ ჟიურის წევრებისა და დარბაზის მხრიდან ზოგიერთი კონკურსანტის მიმართ დამოკიდებულება ატარებდა ჰომოფობიურ, ტრანსფობიურ და სექსისტურ ხასიათს. რეიტინგული შოუს ეთერიდან, მაყურებლისთვის მსგავსი შინაარსის მიწოდება უარყოფითად აისახება ისედაც შეუწყნარებლობის მსხვერპლი პირების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
"იდენტობა” თხოვნით მიმართავს ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, ყურადღებით გადახედოს ეთერში ჯერ არ გასულ სერიებს და არსებობის შემთხვევაში, გაწმინდოს ისინი დისკრიმინაციული გამოხატვისგან", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: identoba.org