თბილისი. 4 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ბექა წიქარიშვილის და ბასტი მგალობლიშვილის ვიდეოების ჩვენება გაიმართა. ასევე, ლუკა პერტაიას და ბექა წიქარიშვილის ფოტოების გამოფენაც.
„ფოტოები და ვიდეოები მომზადებულია ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში მცხოვრები მუშების შრომით პირობების, ამ ქალაქებსა და მიმდებარე სოფლებში არსებული ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში