თბილისი. 19 ნოემბერს, სახალხო დამცველმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მოთხოვნის/საჩივრის განხილვის მექანიზმის შესახებ პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
„პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, თუ რამდენად იყო უზრუნველყოფილი მომჩივანთათვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი, კონფიდენციალური და მიუკერძოებელი მოთხოვნის/საჩივრის განხილვის პროცედურები. აგრეთვე, მოსდევს თუ არა მოთხოვნებს/საჩივრებს დროული რეაგირება და რამდენად არის რეაგირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული", ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge