აჭარა. 20 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრავალფეროვნების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე წარადგინეს მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეების პრეზენტაცია-ვორქშოპები. უნივერსიტეტის დარბაზში, ერთ სივრცეში მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეებმა 10 სხვადასხვა პრეზენტაცია-ვორქშოპი ჩაატარეს. მოწვეულ სტუმრებს, ვიზიტორებს და უნივერსიტეტის სტუდენტებს ასწავლიდნენ ტრადიციულ ინსტუმენტებზე დაკვრას, ხელსაქმეს, ფოტოს გადაღებას, ენერგორესურსების ეფექტურ გამოყენებას, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის სათამაშოების დამზადებას…
ამ ფორმით, მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეებმა საზოგადოებას გააცნეს თავიანთი პროექტები, რომლებიც მათ აგვისტო-სექტემბრის თვეში განახორციელებს ახალციხეში, მარნეულში, გარდაბანში, თელავში, წეროვანში, გორში, სამტრედიასა და თბილისში.
მრავალფეროვნების სკოლა არის საგანმანათლებლო, ერთწლიანი, აქტიური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც აერთიანებს 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ერთი წლის განმავლობაში მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეები პროგრამის ფარგლებში ეცნობიან მრავალფეროვნების საკითხებს, სწავლობენ პროექტის მენეჯმენტს და ახორციელებენ თავიანთ მცირემასშტაბიან პროექტებს. მრავალფეროვნების სკოლა 2013 წლიდან ხორციელდება და მას დღემდე სულ 120-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. პროგრამას ახორციელებს ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა გერმანულ ორგანიზაცია MitOst-თან თანამშრომლობით და დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.