en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნიან მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით.
„...მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვისას მხედველობაში მიიღონ მთელი რიგი ხარვეზები, რაც თან ახლდა კანდიდატურის ნომინირებისა და შერჩევის პროცესს და რის გამოც არაერთმა ჯგუფმა უარი თქვა ამ პროცესში მონაწილეობაზე. პარლამენტმა უნდა გაიაზროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც მათ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას უკავშირდება. აგრეთვე, მნიშნელოვანია, პარლამენტმა ამ ფაქტით მიღებული გამოცდილების საფუძველზე დაგეგმოს და უზრუნველყოს პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმის გატარება და პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯების გადადგმა.
ნებისმიერი რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია რეფორმის მიმართ საზოგადოების ფართო მხარდაჭერა და ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. პროკურატურის რეფორმის პროცესმა, როგორც საკანონმდებლო დონეზე არაეფექტურმა რეფორმამ, ისე რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაციისას დაშვებულმა ხარვეზებმა, მნიშვნელოვანი ჩრდილი მიაყენა რეფორმის წარმატებას და ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაჩენას", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)