en
ge

„პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“

გურია. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრისა და ამავე პროგრამის 20 მიზნობრივი სკოლის სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების ინიციატივით ჩატარდა ესსეების კონკურსი თემაზე „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი". შემოსული ესსეები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა სამი ფინალისტი. 2012 წლის 12 დეკემბერს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა დისკუსია ამავე თემაზე – „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი". დისკუსიაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოწვეული სტუმრები და მიზნობრივი სკოლების სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრები. შეხვედრა ძალიან საინტერესო გარემოში წარმიმართა, მონაწილეებმა იმსჯელეს პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის მნიშვნელობასა და ურთიერთკავშირზე. შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა ესსეების კონკურსში გამარჯვებული ფინალისტების დაჯილდოვება.
შეხვედრის დასასრულს კი მონაწილე საინიციატივო ჯგუფებმა და სამოქალაქო კლუბებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო წელს განხორციელებული ინიციატივების შესახებ. ღონისძიებას სულ 60 ადამიანი ესწრებოდა.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. გურიაში პროგრამის პარტიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი. გურიის რეგიონში პროექტში 33 სკოლაა ჩართული.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)