თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებს ეხმაურება.
„საქართველოსადმი წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული რეკომენდაციები შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, მათი უმეტესი ნაწილი მიემართება საქართველოს მიერ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მეტი ძალისხმევის გაწევის საჭიროებასა და ინსტიტუტების გაძლიერებას, ქალთა მიმართ ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლას, რელიგიური უმცირესობებისა და LGBT თემის უფლებების დაცვის მიზნით, ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას, სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის რეფორმირების, მათი დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პროცესის გაძლიერებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობას და სხვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge