თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" კიდევ ერთი საქმე მოიგო. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 21 კონკურსანტის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი იცავდა.
„სასამართლომ გააუქმა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც კონკურსანტებს უარი ეთქვათ ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით და დაავალა კომისიას კონკურსის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge