თბილისი. სახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებს ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას.
„საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიუღებელია ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს მთავრობა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, ორი წლით გადავადებას ითხოვს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი საფრთხე არსებობს სხვა დანაშაულებთან მიმართებაში, ამასთან გაურკვეველია ორი წლის შემდეგ რა აღმოფხვრის მსგავს საფრთხეებს"..., ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge