თბილისი. 7 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
„ანგარიშში განხილულია სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის კუთხით. დოკუმენტი მიმოიხილავს თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა შესახებ დღეისათვის საქართველოში არსებულ ზოგად მდგომარეობას მათი სახელმწიფო საზღვარზე დაშვების, თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის, სასამართლოში საქმეების გასაჩივრების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე, რაზეც შესაბამისი რეკომენდაციებია შემუშავებული", ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge