თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო განცხადებას აქვეყნებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით.
„...განუსაზღვრელი ან არაგონივრულად ხანგძლივი ვადით მოსამართლის გაურკვეველ სამართლებრივ მდგომარეობაში ყოფნა და ამ პერიოდში შესაძლო მძიმე სანქციის მოლოდინი, საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და შეიძლება აჩენდეს საფუძვლიან ეჭვებს საქმეების განხილვისას მასზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. კერძოდ, ამგვარ მდგომარეობაში ყოფნა, მოსამართლეს შესაძლოა უბიძგებდეს საქმეების გადაწყვეტისას გაიზიაროს მოსამართლეთა უმრავლესობის პოზიციები, რადგან შემდგომში სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ მისთვის დისციპლინური სანქციის დაკისრების საკითხი", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge