თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებსა" და ქალაქ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„წარმოდგენილი მემორანდუმის ფარგლებში, ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, რომ დამისამართებულ ყველა მოქალაქეს უფასო იურიდიულ კონსულტაციით უზრუნველყოფს. მისივე თქმით, ორგანიზაცია ამჟამად ახორციელებს ორ პროექტს, რომელიც ეხება სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა იურიდიულ მომსახურებას და 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებში ქალთა ადვოკატირებას", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.barristers.ge