თბილისი. „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” სამეგრელოს ბიუროს ორგანიზებით, ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა ევროპაში” ნახეს.
„დისკუსიის მთავარი თემა ცივი ომის დასრულების შემდეგ NATO-ს წინაშე მდგარი ახალი გამოწვევები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა იყო. შეხვედრაზე NATO-ს უელსის სამიტის შედეგები და საქართველოსთვის დეკემბრის მინისტერიალის გზავნილები განიხილეს…", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში