თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან შეხვედრას მოითხოვს.
„არჩილ კაიკაციშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის მიმართ გაგზვანილ ოფიციალურ წერილში, 9 დეკემბერს, სასამართლოს ეთხოვა რეზონანსული საქმე განსახილველად არ გადასცემოდა წინა გადაწყვეტილებების მიმღებ მოსამართლეს. 14 დეკემბერს, სასამართლომ დაადასტურა, რომ საქმე კვლავ იმავე მოსამართლეს გადაეცა განსახილველად. არჩილ კაიკაციშვილი, მართლმსაჯულებისა და მოქალაქის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოერთვა, მოითხოვს სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას, გარკვევას, თუ არ გაითვალისწინა სასამართლომ, წერილის არსებობის პირობებში, მხარის კანონიერი მოთხოვნა და დამატებითი ინფორმაციის წარდგენას. სასამართლოს აღნიშნულის შესახებ უკვე მიემართა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.barristers.ge