თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა ნოემბრის თვის საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა. დოკუმენტში ასახულია საქართველოში და საერთაშორისო სივრცეში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით განვითარებული მოვლენები.
„ბიულეტენში იხილავთ ინფორმაციას სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ორი სპეციალური ანგარიშის შესახებ. ანგარიშში – „განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები", საუბარია გალის რაიონის ყველა დაწყებით კლასებში ქართულის ნაცვლად, რუსულ ენაზე სწავლებისა და სასწავლო პროცესიდან ქართული ენის სრულიად განდევნის საკითხზე. მეორე ანგარიში პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა მოამზადა და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მოთხოვნის/საჩივრის განხილვის მექანიზმს ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ხასიათის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge