en
ge

IDFI: ყველაზე დახურული და არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
„მონიტორინგის ფარგლებში IDFI-ის მიერ გამოვლენილი იქნა ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აღნიშნულმა უწყებამ, პროექტის განხორციელების პერიოდში, ყველაზე მეტი 44 მოთხოვნა დატოვა უპასუხოდ.
სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს, ისევე როგორც 2014 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარს აცხადებდა გაეცა საჯარო ინფორმაცია, რომელსაც ის ყოველგვარი შეფერხების გარეშე და სრულყოფილად გასცემდა (2012-2013 წლებში) არჩევნების შემდგომ პერიოდში. 2015 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა აწარმოა ორი დავა უწყების წინააღმდეგ, თუმცა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ჩვენი ადმინისტრაციული საჩივრები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)