თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამართა კონკურსი „ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა."
„კონკურსის დასასრულს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი იდეები საპარლამენტო ღიაობის თემატიკაზე და წარედგინათ IDFI-სთვის. ორგანიზაციამ მიღებული 15 ინიციატივიდან 5 საუკეთესო გამოავლინა, რჩეული ინიციატივის ავტორი ნანა ბაგალიშვილი დაჯილდოვდა ქინდლით, ხოლო დანარჩენი 4 გამარჯვებული - წიგნის შესაძენი სასაჩუქრე ვაუჩერებით...
რჩეული ინიციატივები ეხებოდა შემდეგ საკითხებს: დეპუტატის ყოველთვიური შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლის მოსახლეობასთან, რომელ მუნიციპალიტეტსაც პარლამენტში წარმოადგენს, ხოლო შეხვედრის ვიდეო ჩანაწერის YouTube-ზე განთავსება. ასევე, დეპუტატის აპარატის მიერ Facebook-ის შექმნა, სადაც რეგულარულად დაიწერება პარლამენტარის ყოველდღიური/ყოველკვირეული საქმიანობის შესახებ, განთავსდება ანონსები დაგეგმილ შეხვედრებზე და გაკეთდება თემატური გამოკითხვები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge