en
ge

კვლევა: „ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი“

თბილისი. მედიის განვითარების ფონდი (MDF) ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გაძლიერება და ჟურნალსტთა პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება მედია შინაარსის მონიტორინგი, რომლის მიზანია ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის აღწერა და შემდგომი ანალიზისათვის აუცილებელი ფაქტობრივ მონაცემთა ბაზის შექმნა. რიგით მეორე ანგარიში წარმოადგენს ერთთვიანი დაკვირვების მთავარ მიგნებებს, რომელიც 2015 წლის 1-30 ნოემბერს ხორციელდებოდა”. ...საინფორმაციო ბადეში განთავსების მხრივ, მონიტორინგის ფარგლებში განხილული საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემების მხოლოდ 7% დაემთხვა ერთმანეთს. კერძოდ, ყველა საინფორმაციო გამოშვების ნოემბრის პრიორიტეტულ თემებს შორის მოხვდა რუსთავი 2-ის საქმე და მის გარშემო მიმდინარე პროცესები; აგრეთვე, უკრაინულ საიტზე გავრცელებული ყოფილი ხელისუფლების წევრებისა და მათი გარემოცვის ფარული აუდიო ჩანაწერები", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: mdfgeorgia.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)