en
ge

საქართველომ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების არაეფექტურობა აღიარა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის საფუძველზე, სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე, პატიმარ კ. თედლიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების არაეფექტურობა აღიარა.
„მოცემული საჩივარი შეეხებოდა 2011 წლის 30 აპრილს სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში პატიმრის, კახაბერ თედლიაშვილის გარდაცვალების ფაქტს. ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა იგი სამარტოო საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. #6 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში კ. თედლიაშვილი სისტემატურად განიცდიდა არასათანადო მოპყრობასა და მუქარას ციხის თანამშრომლების მხრიდან. კ. თედლიაშვილი თავის წერილებში, რომელთა ადრესატები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები იყვნენ, პირდაპირ ამხელდა #6 დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში და მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად რელევანტური უწყებებიდან სათანადო ზომების მიღებას ითხოვდა", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. საია იმედოვნებს, რომ „გამოძიება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად წარიმართება და მომჩივნები ეფექტურად იქნებიან ჩართულნი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში".
სრულად...
წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)