en
ge

მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერების მოთხოვნა

თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებას მოითხოვს.
„გვსურს შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლებიც კანდიდატებთან გასაუბრებების დროს გამოიკვეთა. აღნიშნული ხარვეზები ერთი მხრივ, ნდობას უკარგავს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მეორე მხრივ, აჩენს სერიოზულ კითხვებს პროცესის ობიექტურობასა და აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით.
ჩატარებულმა გასაუბრებებმა დაადასტურა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მოქმედი სისტემის ხარვეზიანობა და პროცესის პრობლემურობა. ქვეყანაში არსებული მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა ვერ უზრუნველყოფს პროცესის სათანადო გამჭვირვალობას, საბჭოს ანგარიშვალდებულებას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობასა და სასამართლო სისტემაში გამორჩეული კვალიფიკაციისა და არასადავო რეპუტაციის მქონე პირების დანიშვნას", ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
წყარო: idfi.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)