en
ge

ახალციხეში ევროკავშირის კუთხე გაიხსნა

სამცხე–ჯავახეთი.  16 დეკემბერს, ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის" პროექტის „საქართველო ევროპაში" ფარგლებში ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ქართულ–ევროპული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა მოეწყო და ევროკავშირის კუთხე გაიხსნა. 
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალები, რომლებზეც ასახულია ქართულ–ევროპული ურთიერთობები. ამავე თემაზე  გაკეთდა მოხსენებებიც. 
მსგავსი გამოფენა პროექტის : „ევროპული წიგნი–საქართველოს" ფარგლებში, უკვე მოეწყო: ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პროექტის ფარგლებში ეს ბოლო გამოფენაა. 
„პროექტი რამდენიმე ფაზისგან შედგებოდა, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირსა და მის სტრუქტურებთან მიმართებაში",– განაცხადა „ახალი თაობა – ახალი ინიციატივას" პრესსამსახურის უფროსმა თამარ იდაძემ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)