თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოში სამი მოსარჩელის ინტერესებს დაიცავს.
„კონსტიტუციური სარჩელი „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა" და EMC-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადდა. სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლის საფუძველზეც, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ავტომატურად, წინასწარ განსაზღვრული ვადით ეზღუდებათ რიგი უფლებები, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის და სხვა უფლებები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge