თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.
„ორგანიზაციის ბორდმა ახალ აღმასრულებელ დირექტორად „სამართლიანი არჩევნების" პროგრამების მენეჯერი, მიხეილ ბენიძე აირჩია. მიხეილ ბენიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა ნინო ლომჯარია, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „სამართლიან არჩევნებს". ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. ბორდმა გასაუბრების შედეგად ახალი დირექტორი აირჩია, რომელიც მუშაობას 2016 წლის 18 იანვრიდან შეუდგება. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, ის ორგანიზაციაში საარჩევნო და სამართლებრივ საკითხებში კონსულტანტად რჩება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გევრდზე.
წყარო: www.isfed.ge