თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გამოწვევები საქართველოში".
„საქართველოში 5 წლამდე ბავშვების, ახალშობილთა, ნეონატალური და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპის რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 1000 ახალშობილზე 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12-ს შეადგენდა, მათ შორის, ახალშობილთა (1 წლამდე ასაკის) გარდაცვალების მაჩვენებელი 11-ს, ნეონატალური სიკვდილიანობის (28 დღემდე ასაკის) კი – 7-ს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge