სამეგრელო. 15-16 დეკემბერს ცენტრი „აფხაზეთის" ზუგდიდის ოფისში ხელობის ჯგუფების კურსდამთავრებულებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „სამუშაოს ძიების უნარ-ჩვევები და თვითპრეზენტაცია". ტრენინგში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სამუშაოს ძიების მექანიზმები, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრება, თვითპრეზენტაცია, ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი და სხვა.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „დევნილთა პროფესიული სწავლებისა და მომსახურების ცენტრის" ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში