თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის წარმატებულად განხორციელებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დააჯილდოვა.
„პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო მომსახურების გასაწევად, გრანტის სახით, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაიცა. არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევა კონკურსის წესით განხორციელდა. საგრანტო კომისიამ დადებითად შეაფასა „ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ მიგრანტთა იურიდიული დახმარების შესახებ წარდგენილი საპროექტო განაცხადი და პროექტი 20.000 ათასი ლარით დაფინანსდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge