en
ge

პრეს-კონფერენცია თემაზე: ეკომიგრაციის პოლიტიკა საქართველოში

აჭარა.  17 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ბორჯღალმა" გამართა პრესკონფერენცია, თემაზე: „ეკომიგრაციის პოლიტიკა საქართველოში". პრესკონფერენცია მიზნად ისახავდა ეკომიგრაციის სფეროში ორგანიზაციის საქმიანობის მიმოხილვას, მიმდინარე წლის შედეგების მეჯამებას და აღნიშნულ სფეროში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის გაცნობას. ორგანიზაცია „ბორჯღალი" სამი წელია აქტიურად ახორციელებს იძულებით გადაადგილებული პირების – ეკომიგრანტების უფლებების ადვოკატირებას და შესაბამის უწყებებს წარუდგენს შემუშავებულ რეკომენდაციებს, მართავს ეკომიგრაციის თემაზე საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს, კონფრენციებს და დისკუსიებს.
ორგანიზაცია აღნიშნულ საქმიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ადვოკატირება ეკომიგრანტთა ინტერესების" – ფარგლებში ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოში ეკომიგრანტთა ინტერესების დაცვა და მათი სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)