en
ge

„ცვლილებები „ტელეარხ 25-ში“ საპარლამენტო არჩევნების წინ“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ცვლილებები „ტელეარხ 25-ში" საპარლამენტო არჩევნების წინ".
„კონფლიქტი, რომელმაც ტელევიზიაში დაძაბულობა გამოიწვია, „ტელეარხ 25-ის" ეთერში 14 დეკემბერს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლის დაკავების შესახებ გასულ სიუჟეტს მოჰყვა. დაკავებული არხის მთავარი რეჟისორის ოჯახის წევრია. სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღეს არხის რეჟისორმა ნიაზ კონცელიძემ მაია მერკვილაძეს სიუჟეტის გასვლის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და თვლის, რომ „არხის მენეჯმენტმა ნათლად უნდა განუმარტოს საზოგადოებას საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ასევე პოლიტიკური ტოკ-შოუს წამყვანის და სხვა ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები", „პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს "ტელეარხ 25-ის” ნათესავებზე ქონების ერთ ლარად გადაცემის ფაქტი" და „ტელეარხ 25-ის” დამფუძნებლებზე განხორციელებული სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები".
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)