თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების შესყიდვების მონიტორინგს განაგრძობს. ორგანიზაციამ, ამჯერად, 2015 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებული ტენდერების ზოგადი ტენდენციები შეისწავლა.
„ტენდენცია გვიჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული ტენდერების 71.2% წარმატებით დასრულდა, 2.3% საკვლევ პერიოდში (2015 წლის მანძილზე) არ დასრულებულა, 26.5%-ის შემთხვევაში კი ტენდერი სხვადასხვა მიზეზით არ შედგა, შეწყდა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge