თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 21 თბილისის სააპელაციო სასამართლოში 17 მაისის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა.
„სასამართლო მეგობრის მოსაზრება ხაზს უსვამს სახელმწიფოს ვალდებულებას სამართლიანი, ობიექტური და დასაბუთებული შეფასება მისცეს ბრალდებულთა მიერ განხორციელებულ ქმედებას, გამოკვეთოს შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი და საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გაიაზროს აღნიშნული საქმის მნიშვნელობა საზოგადოების, ლგბტ თემისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის. სახელმწიფო ვალდებულია, აღმოფხვრას დაუსჯელობის ატმოსფერო, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ლგბტ პირთა მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკისა და ძალადობის შემცირებას ქვეყანაში”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge