თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI) საქართველო 100 შესაძლებელი ქულიდან 52 ქულით 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის.
„კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 52 ქულა მიიღო (51-ე ადგილი), 2013 წელს 49 ქულა (55-ე ადგილი), ხოლო 2014 წელს - კვლავ 52 ქულა (50-ე ადგილი). ვინაიდან, კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ მისი მაჩვენებლის 4 ან მეტი ქულით მატების ან კლების შემთხვევაში შეიძლება, ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო ოთხი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ მომხდარა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge