სამეგრელო. 27 იანვარს, მარტვილში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „სხივში" გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის" შემაჯამებელი ღონისძიება.
„ღონისძიების ფარგლებში, პროგრამაში ჩართულმა სხვადასხვა სკოლებმა წარმოადგინეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების, პროექტებისა და ღონისძიებების პრეზენტაციები.
ღონისძიება ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა სამეგრელოს რეგიონში ხორციელდება ასოციაცია „ათინათის" მიერ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში