თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებული შემადგენლობა.
„პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად სპეციალური პრევენციული ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით. ჯგუფის შემადგენლობაში შედის 6 იურისტი, 5 ექიმი, 2 ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, 2 ფსიქიატრი, 6 ფსიქოლოგი, 5 სოციალური მუშაკი, 4 ექსპერტი დისკრიმინაციის საკითხებში (მათ შორის 2 შშმ პირი), 2 ექსპერტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში", ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge