თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება საქართველოს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას.
„მოვუწოდებთ საქართველოს მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენციას, რომელიც ა.წ. 1 თებერვალს იმართება, წინა კონფერენციისაგან განსხვავებით, ეფექტურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და კონფერენციის დღის წესრიგის მეორე საკითხზე გამართოს მხოლოდ საქმიანი, შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია სასამართლო სისტემაში რეალური რეფორმის გატარების აუცილებლობაზე, კონკრეტულად: დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის ცვლილებაზე, საქმეთა ელექტონული განაწილების წესის დროულად ამოქმედებაზე და მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესის ცვლილების საკითხზე", ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge