სამეგრელო. 2 თებერვალს, ასოციაცია „ათინათს" ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი და USAID-ის დირექტორი დუგლას ბოლი ეწვივნენ.
„რადიო „ათინათში" სტუმრობისა შემდეგ საპატიო სტუმრები „ათინათისა" და საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ცენტრის მოზარდებს შეხვდნენ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდებმა ბატონ კელისა და ბატონ ბოლს გააცნეს ცენტრის მუშაობა, განხორციელებული აქტივობები, შედეგები და ისაუბრეს მომავალ გეგმებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში