en
ge

არასამთავრობოების განცხადება „მაესტროში“ მიმდინარე ცვლილებებზე

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ავრცელებენ ტელეკომპანია „მაესტროში" მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით.
„მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ტელეკომპანია „მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე დავების და სასამართლო საქმეების კერძო ხასიათისა, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რეიტინგით ქვეყნის მესამე ტელეკომპანიის მფლობელობაში მომხდარი მოულოდნელი ცვლილები ბადებს საფუძვლიან ეჭვებს პროცესის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „მაესტროს" ირგვლივ განვითარებული პროცესები კიდევ უფრო ამძაფრებს სამოქალაქო სექტორის ეჭვებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მცდელობის შესახებ. მსგავსი ქმედების მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 2015 წლის ზაფხულში დაწყებული ერთი შეხედვით კერძო ხასიათის დავა „რუსთავი 2"-ის წილების მფლობელობასთან დაკავშირებით", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესებულ მხარეებს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებენ.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)