თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საზოგადოებას წარუდგინა კვლევა - „იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი".
„საქართველოს კანონმდებლობაში გასატარებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირებისათვის დაცვის შესაბამისი გარანტიების შესაქმნელად, რამაც იმავდროულად, ხელი არ უნდა შეუშალოს ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ინტერესებს", ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
წყარო: gyla.ge